მეოთხე მეფეთა 4:6
5. და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.6. და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.7. და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.
მეოთხე მეფეთა თავი 4