მეოთხე მეფეთა 5:17
16. და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.17. და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.18. სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.
მეოთხე მეფეთა თავი 5