მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 6:2

1. და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა.2. მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით!3. და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა თანა. და მან თქუა: მივიდე.
მეოთხე მეფეთა თავი 6
2. მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...ოწეული ბოროტებები, ადრიანესა და ვესპასიანეს ჟამინდელი? მინდა, საყვარელო, ერთი ამბავი გიამბო, მაგრამ ნუ განერიდები; უფრო სწორად, ამის წინ სხვას ვიტყვი. ოდესღაც შიმშილი იყო, ამბობს წერილი, და „მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას“ (); შემდეგ მივიდა ქალი და მეფეს ეს სიტყვები უთხრა: მეფეო, „ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე. და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.“ (). რა არის ამ უბედურებაზე უფრო მძიმე? კვლავ, სხვაგან წინასწარმეტყველი ამბობს: „ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი.“ (). ამრიგად, იუდეველებმა ასეთი სასჯელი მიიღეს; ჩვენ კი განა მით უფრო არ დავისჯებით?

4. გადადებული სასჯელი და გეენის ხსოვნა

გსურს, იუდეველების სხვა უბედურებებიც მ...

სრულად ნახვა