მეოთხე მეფეთა 6:22
21. ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოსრნე იგინი, მამაო.22. და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და წარვიდენ უფლისა თჳსისა.23. და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
მეოთხე მეფეთა თავი 6