მეოთხე მეფეთა 7:8
7. და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა.8. და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.9. და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა.
მეოთხე მეფეთა თავი 7