მეოთხე მეფეთა 9:17
16. და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა.17. და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა?18. და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა.
მეოთხე მეფეთა თავი 9