მეოთხე მეფეთა 9:36
35. და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.36. და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი.37. და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს.
მეოთხე მეფეთა თავი 9