მესამე ეზრასი 1:4
3. და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.4. და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,5. ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.
მესამე ეზრასი თავი 1