მესამე ეზრასი 2:15
14. ხოლო ყოველი იგი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, რომელი მოიღეს ხუთ-ათას ოთხასსამეოცდაცხრა.15. და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილოვნით და აიღეს იერუსალჱმდ.16. ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ
მესამე ეზრასი თავი 2