მესამე ეზრასი 2:24
23. და ჰურიანი განდგომილ არიან და ცილფიც მკჳდრნი იგი მისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა.24. აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს.25. მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს.
მესამე ეზრასი თავი 2