მესამე ეზრასი 3:5
4. მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს და სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:5. მოდით, თჳთეულად ვთქუათ სიტყუა ერთი, რომელმან უბრძანის და უძლიერეს თქუას მოყუასთა თჳსთა, უფროს მისცეს დარეჰ მეფემან ნიჭი დიდი და განადიდოს და სახელოვან-ყოს იგი უფროს ყოველთასა.6. და ძოწეული შთააცვას მას და ოქროსა სამსახურებელითა ჭამდეს და სმიდეს, და ზედა ოქროსაგებელთა დაწვეს და დაიძინოს. და აღსვან იგი საჴედარსა ოქროსაღვირედსა და ხორი ბეჰეზისა დაადგან შარავანდედი და შეაბან მანიაკი ოქროსა ყელსა მისსა.
მესამე ეზრასი თავი 3