მესამე ეზრასი 4:10
9. და თუ დარღუევად, დაარღჳვიან და თუ დანერგვად დანერგიან.10. და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ და თუ მეფესა რაცა უნებნ, ქმნის და განსუენებულად ზინ სავენაჴესა, და ჭამნ და სუამნ და ეძინის.11. და სხუანი ყოველნი გარემოს ჴუმილვედ მის და ბრძანებასა მისსა ელიედ და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ, და ვერცა იკადრიან და გარდაჴდიან ბრძანებასა მეფისასა.
მესამე ეზრასი თავი 4