მესამე ეზრასი 4:47
46. და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო მეფე, და ვითხოვ შენგან, რათა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქმა ეგე, რომელ აღუთქუ მეფესა მას ცისასა და ყავ ეგრესახედ, ვითარცა აღმოჴდა პირისა შენისაგან.47. მას ჟამსა აღდგა დარეჰ მეფე და ამბორს-უყო ზორაბაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებასა, რათა წარგზავნონ იგი, რომელნი მის თანა იყუნეს მისლვად და აღშენებად იერუსალჱმისა.48. და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიანთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რათა გარდმოიღონ ნაძჳსძელი ლიბანით იერუსალჱმდ და აღაშენონ ზორაბაბელითურთ ქალაქი იგი.
მესამე ეზრასი თავი 4