მესამე ეზრასი 5:50
49. შეწირეს მას ზედა საკურთხეველსა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა.50. და შეკრბეს იგინი და განეშორნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღმართეს საკურთხეველი შესაწირავთა ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყუნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფვოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი, და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად და ჟამად, განთიად და მწუხრ51. და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესასა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მიერ დღე, ვითარცა ბრძანებულ იყო.
მესამე ეზრასი თავი 5