მესამე ეზრასი 5:55
54. და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა და საზრდელნი მათნი,55. და ეგრეთვე სიდონელთა და ტჳრელთა, რათა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსა ლიბანით. და მოიღეს ნავითა ნავთა სადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან,56. წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისა იერუსალჱმდ, თთვესა მას მეორესა, იწყეს შენებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელისამან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა, და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა, და ყოველნივე რომელნი გამოსულ იყუნეს ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ
მესამე ეზრასი თავი 5