მესამე ეზრასი 5:58
57. და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისათჳს თავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალჱმდ.58. და განაწესნეს ლევიტელნი იგი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი (და კადმიელ, ძმა მისი, და ძენი ლუმისნი: ბაბუნ, და ძენი იოვიდასნი და ელეადეანისნი) ძმათა თჳსთა თანა. და ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა. (და გალატოზთა მათ მაშენებელთა აღაშენეს სახლი იგი უფლისა)59. და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი, და ეცვა მათ ბჭალამდისინ იგი ნოვაგითა და ნესტჳთურთ და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა აქუნდეს წინწილანი.
მესამე ეზრასი თავი 5