მესამე ეზრასი 5:66
65. რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსა ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისასა, დაღაცათუ მრავალ იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას. მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.66. და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდასთა და ბენიამენისთა და მოვიდეს ხილვად და გულისხმის-ყოფად, ვითარმედ რამე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსა მის.67. და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშენებენ ტაძარსა მას უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
მესამე ეზრასი თავი 5