მესამე ეზრასი 5:8
7. და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ.8. და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა.9. და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი.
მესამე ეზრასი თავი 5