მესამე ეზრასი 6:2
1. და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა.2. მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა.3. მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი.
მესამე ეზრასი თავი 6