1. მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან,2. იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა.3. და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია.4. და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა.5. აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა.6. და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა სჯულისა მოსესთა.7. და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და ვაცები ორას, და კრავები ოთხას8. და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ, რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა.9. და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი იგი თჳთვეულად კართა.10. და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად.11. და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი,12. ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ.13. და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი.14. და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა.15. რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.