მესამე ეზრასი 8:72
71. რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა იგი და ძენი მათნი და შეერია თესლი სიწმიდისა მათისა უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა და უსჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თჳთეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულობისათჳს.72. და იყო, რაჟამს მესმა სიტყუა ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა. და დავჯედი მგლოვარედ დიდად და მწუხარედ.73. და მოკრბეს ჩუენდა ყოველნი, ვითარ ესმა გოდება ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა, და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უსჯულოებათა მათთჳს, რამეთუ ვჯედ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.
მესამე ეზრასი თავი 8