მესამე მეფეთა 11:21
20. და უშვა დამან თეკემენისამან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსასა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.21. და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ, ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.22. და ჰრქვა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე. და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.
მესამე მეფეთა თავი 11