მესამე მეფეთა 12:10
9. და ჰრქუა მათ: თქუენ რათა მაზრახით? და მიუგო ერსა მას, რომელსა მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელი დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?10. და სიტყუად იწყეს ყრმებმან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქვა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ, ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმე უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან. ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმახჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.11. ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა, მამა ჩემი გასწავლიდა თქუენ კვერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.
მესამე მეფეთა თავი 12