მესამე მეფეთა 14:7
6. და იყო, შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო, და იყო, ვითარცა ესმა აქიასა განხმა კართა და ბგერა ფერჴთა მისთა შესლვასა მას მისთა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისა. რა არს ეგე, რამეთუ უცნაურქმნილ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით?7. მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღუარად ერსა მაგას ჩემსა ისრაჱლსა.8. და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონა ჩემი დავით, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა.
მესამე მეფეთა თავი 14