მესამე მეფეთა 15:19
18. და მოიღო ასამ ყოველი იგი ოქრო და ვერცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისი, ძისა აბენერისა, რამასა, ძისა იაბელისა, მეფისა ასურთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:19. აღთქუა აღთქმა ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა, ეგერა, მიგიძღვანე შენ ძღვენი ოქრო და ვერცხლი. განაქარვე აღთქმა შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაჱლისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.20. და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინნა მთავარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა, და დასცეს ნაინი და დანი და აბელმო სახლისა მის მააქასი და ყოველივე ქენერეთი და ყოველი ქუეყანა ნეფთალიმისი.
მესამე მეფეთა თავი 15