მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 18:2

1. და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა.2. და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.3. და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.
მესამე მეფეთა თავი 18
2. და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. გრძნეულთა სიცრუე და მორწმუნის თავისუფლება:

...ტებას ამბობენ, რადგან სწორედ ეს არის წინასწარმცნობელობა. ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეთ ეს მძვინვარება, გევედრებით, თუკი ქრისტე გწამთ; ხოლო თუ არ გწამთ, თავს რატომ იგდებთ მასხრად, თავს რატომ იტყუებთ? „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა?" (). აბა, რაღისთვის მიდიხარ? რას ეკითხები? როგორც კი მიხვედი და როგორც კი ჰკითხე, მაშინვე მონობის ქვეშ დააყენე საკუთარი თავი, რადგან ისე ეკითხები, როგორც მისი დამჯერებელი. არა, ამბობს იგი, იმიტომ კი არ ვეკითხები, რომ მჯერა, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობს, არამედ მის გამოსაცდელად. ხოლო იმის გამოცდა, ჭეშმარიტებას ამბობს თუ არა, იმ კაცის საქმე არ არის, ვინც დარწმუნებულია, რომ ის ტყუის, არამედ იმისა, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს. მაშ, რაღისთვის ეკითხები, რა იქნება? რადგან თუ იგი ამას ამბობს: ეს მოხდება, ეს გააკეთე და თავს დააღწევ, მართალია, ასეთ შემთხვევაშიც კი არ უნდა მისცემოდი კერპთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...გან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომ...

სრულად ნახვა