მესამე მეფეთა 19:12
11. და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.12. და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.13. და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?
მესამე მეფეთა თავი 19