...ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგი კაცი, მარადის მწუხარე არნ, მარადის ეშინინ, მარადის ზრუნავნ, მარადის იურვინ. ამისთჳს ბრძენი იგი იტყოდა: „ივლტინ...
მესამე მეფეთა 21:2
1. და იყო, შემდგომად ამათ სიტყუათა იყო ვენაჴი ერთი ნაბუთესი იეზრაიტელისა მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.2. და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელიცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა, უკუეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდელად მაგისსა (და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ).3. და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისაგან ჩემისა, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა?
მესამე მეფეთა თავი 21