მესამე მეფეთა 21:7
6. და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბოთეს იზრაიტელსა, ვითარმედ, მომეც ვენაჴი შენი ვეცხლად სასყიდლად და, უკუეთუ გნებავს, მოგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგისა წილ. და თქვა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.7. და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობა ეგე შენი ისრაჱლსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხუე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბოთესი იეზრაიტელისა.8. და მიწერა როარდაგი სახელად აქაბისა და დაბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღვნა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ნაბუთეს თანა.
მესამე მეფეთა თავი 21