მესამე მეფეთა 7:14
13. და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,14. ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.15. და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.
მესამე მეფეთა თავი 7