მესამე მეფეთა 7:44
43. და ქოთნისსახენი იგინი ქვაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.44. ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.45. და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.
მესამე მეფეთა თავი 7