მესამე მეფეთა 8:28
27. და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?28. აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.29. იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.
მესამე მეფეთა თავი 8