მსაჯულთა 1:17
16. და ძენი იობაბისნი კენეელისანი, სიმამრისა მოსესნი, აღმოვიდეს ქალაქთა მათთაგან ზღჳისკიდისათა ძეთა იუდაჲსთა უდაბნოდ, რომელ არს სამხრით იუდაჲსა შთასავალსა მას არადისასა. და მოვიდეს და დაემკჳდრნეს იგინი ერისა მის თანა.17. და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და მოსრა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო სეფეთს, და შეჩუენებულ-ყვეს იგი და მიწყჳდეს იგი. და უწოდეს სახელი ქალაქისა მის მოსრვაჲ.18. და დაიმკჳდრა იუდა აზეროჲ და საზღვარნი მისნი, და აკარონი და საზღვარნი მისნი, და აზოტე და გარვმო ნათესავი მისი.
მსაჯულთა თავი 1