მსაჯულთა 11:35
34. და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული.35. და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად.36. სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა.
მსაჯულთა თავი 11