მსაჯულთა 12:2
1. და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა.2. ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა.3. და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა?
მსაჯულთა თავი 12