მსაჯულთა 16:14
13. და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.14. და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.15. და ჰრქუა მას დალილა: ვითარ სთქუ, ვითარმედ შეგიყუარე შენ და გული შენი არა არს ჩემ თანა. ესე სამგზის შეურაცხ-მყავ მე და არა მითხარ მე, რაჲსაგან არს ძალი ესე შენი დიდი.
მსაჯულთა თავი 16