მსაჯულთა 16:28
27. ხოლო ტაძარი იგი სავსე იყო მამებითა და დედებითა და მუნ იყუნეს ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი. და ერდოსა ზედა დგა ვითარ სამ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი, და ხედჳდეს და ემღერდეს იგინი სამსონს.28. და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.29. და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.
მსაჯულთა თავი 16