მსაჯულთა 19:18
17. და აღიხილნა თუალნი მოხუცებულმან მან და იხილა კაცი იგი მოგზაური უბანთა ზედა ქალაქისათა. და ჰრქუა მოხუცებულმან მან: ვინაჲ მოხუალ, ანუ ვიდრე ხუალთ?18. ხოლო მან ჰრქუა მას: მოვალთ ჩუენ ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსი, და მოვალთ ვიდრე ადგილმდე მთისა ეფრემისა, რამეთუ მე მიერ ვალ და წარსრულ ვიყავ ვიდრე ბეთლემდმდე იუდაჲსსა, და აწ წარვალ სახლად ჩემდა და არა ვინ არს, რომელმანცა ჩუენ სახლსა შემიყვანნა და დამადგინნა.19. და ბზე და საზრდელი მაქუს ჩუენ კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნოჲ, ჩუენთჳს, და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა მისთჳს და მონათა შენთა, არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისაგან საჴმრისა.
მსაჯულთა თავი 19