მსაჯულთა 19:21
20. და ჰრქუა მას კაცმან მან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ იყავნ! დაღათუ რაჲმე გაკლს შენ, ჩემდამო იყავნ, გარნა უბანთა ზედა ნუ იყოფი.21. და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა; და დაჰბანნა ფერჴნი მათნი, და ჭამდეს და სუმიდეს.22. და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა ესერა, კაცნი იგი მის ქალაქისანი ძენი უსჯულოებისანი გარემოადგეს სახლსა მას მისსა, ჰრეკდეს კარსა მას და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა უფალსა მის სახლისასა და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი იგი, რომელი შევიდა სახლსა შენსა, რათა ვიცნათ იგი!
მსაჯულთა თავი 19