მსაჯულთა 19:25
24. აჰა ესერა, ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოგგუარნე იგინი თქუენ, და დამდაბლენით იგინი თქუენ, და ყავთ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა თქუენთა, ხოლო კაცსა მას ნურას უყოფთ სიტყუასა უგნურებისასა!25. ხოლო მათ არა ინებეს სმენად მისი. და კაცმან მან უპყრა ჴელი ცოლსა თჳსსა და გამოჰგუარა იგი მათ გარე; და იცნეს და დაამდაბლეს იგი და მოკიცხეს იგი ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, და განუტევეს იგი აღმოსლვასა ოდენ ცისკრისასა.26. და მოვიდა დედაკაცი იგი განთიად და დაეცა იგი კართა ზედა სახლისა მის კაცისათა, სადაცა იყო უფალი იგი მისი, და სულნი წარჰჴდეს.
მსაჯულთა თავი 19