მსაჯულთა 19:4
3. და აღდგა ქმარი იგი მისი და წარვიდა შედგომად მისა სიტყუად მისა მსგავსად ნებისაებრ გულისა მისისა, რათა დაიგოს იგი მუნ, და მონაჲ იგი მისი თანა და ორი კარაული და მოვიდა იგი სახლსა მამისა მის დედაკაცისასა. და იხილა იგი მამამან მის ქალისამან და გამოვიდა შემთხუევად მისა.4. და შეიყვანა იგი სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, და იყოფოდა იგი მის თანა სამ დღე. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მუნ.5. და იყო, დღესა მეოთხესა აღიმსთუეს განთიად და აღდგა და განემზადა წარსლვად. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან სიძესა თჳსსა: განიმაგრე გული შენი პურითა და ამისა შემდგომად წარვედით.
მსაჯულთა თავი 19