მსაჯულთა 2:19
18. და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ.19. და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა.20. და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.
მსაჯულთა თავი 2