მსაჯულთა 21:23
22. და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.23. და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.24. და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა.
მსაჯულთა თავი 21