მსაჯულთა 3:3
2. ნათესავისა მისთჳს, ძეთა ისრაჱლისათა, რათა ასწაონ მათ ბრძოლაჲ. ხოლო უწინარესთა მათთა არავე იცნოდეს ესენი.3. ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.4. და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.
მსაჯულთა თავი 3