მსაჯულთა 6:21
20. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.21. და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.22. და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.
მსაჯულთა თავი 6