მსაჯულთა 7:3
2. და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა, რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე.3. ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა. და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს.4. და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა.
მსაჯულთა თავი 7