მსაჯულთა 7:5
4. და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა.5. და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი.6. და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა.
მსაჯულთა თავი 7