მსაჯულთა 8:2
1. ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად.2. და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი?3. რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა.
მსაჯულთა თავი 8