მსაჯულთა 8:20
19. და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ.20. და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო.21. და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა.
მსაჯულთა თავი 8