მსაჯულთა 8:9
8. და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი.9. და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე.10. და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი.
მსაჯულთა თავი 8